გენერალური ასამბლეის 74-ე სესია გუშინ, 24 სექტემბერს გაიხსნა და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. მას 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და რამდენიმე ათასი დიპლომატი ეწვევა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გუშინ სალომე ზურაბიშვილი დაესწრო დებატებს, რომლის მთავარი თემა სიღარიბის აღმოფხვრის, ხარისხიანი განათლების, კლიმატის მიმართულებით ახალი მოქმედებებისა და ინკლუზიისათვის მრავალმხრივი ძალისხმევის მობილიზებაა.