„ჩავატარეთ გამოკითხვა და Facebook-ით გამოკითხული ადამინების უმრავლესობა, 90% ამბობს , რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ჭავჭავაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები. გარდა ამისა, ვაკის გამგებლის ხელმძღვანელობით ვკითხეთ ადგილობრივ მოსახლეობასაც და ძალიან დიდი ნაწილი მომხრეა, რომ ეს სამუშაოები გაგრძელდეს. ჩვენთან, გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა, ხომ არ შეგვეჩერებინა და გაზაფხულზე დაგვეწყო სამუშაოები, თუმცა, ვფიქრობ, სწორია სამუშაოების გაგრძელება და ვეთანხმები მოსახლეობას. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ სამუშაოებს.
„პიქსელიდან“ არაყიშვილის ქუჩამდე 15 ოქტომბრამდე ქვედა ფენებში გზა მოწყობილი იქნება. ახლა ბოლო ეტაპია, სანიაღვრე ქსელის ჩადება ხდება. ალბათ, ვინც აქ გადაადგილდება, ხედავს, რა სამუშაოები მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, მართლაც, საშვილიშვილო სამუშაო კეთდება. ეს არის პროექტი, რომელმაც ათეულ წლებს უნდა გაუძლოს. შემდეგ, ოქტომბრის ბოლოსთვის თაქთაქიშვილის ქუჩამდე პირველ ფენაში იქნება მოწყობილი გზა. გავაგრძელებთ სამუშაოებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავამთავროთ ეს პროექტი. მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურა მთლიანად იქნება გამოცვლილი დანარჩენ მონაკვეთშიც, ვაკის პარკამდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.