weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფინანსთა სამინისტროში წლის განმავლობაში პრემია 17-ჯერ გასცეს

14:02 სამშაბათი, 25 ივლისი 2017

ფინანსთა სამინისტროში 3 დამხმარე მოსამსახურეს 2016 წელს პრემია 17-ჯერ მისცეს, 21 მოსამსახურეს - 16-ჯერ, ხოლო 2 მოსამსახურეს - 15-ჯერ. დაბა ჩაქვში მივლინებისას სამინისტროს წარმომადგენლებმა 704 ლარად, ბათუმში კი 649 ლარად ღირებული სასტუმროს ნომერი იქირავეს, რაც ევროპის ქვეყნებში სასტუმროს დაქირავების ნორმებს 3-ჯერ აღემატება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფინანსთა სამინისტროში ჩატარებული აუდიტორული შემოწმების მასალები გამოაქვეყნა. სამინისტროს ფინანსური საქმიანობის შემოწმების შედეგად გამოვლენილია საჯარო რესურსების არამიზნობრივად ხარჯვის არაერთი ფაქტი.

2016 წელს სამინისტროს აპარატის 40 თანამშრომელზე გამონაკლისის სახით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, გაცემულია პრემია ზღვრული ოდენობის ზევით. კერძოდ, 3 დამხმარე მოსამსახურეს მიღებული აქვს პრემია თითეულს 17-ჯერ, 21 დამხმარე მოსამსახურეს - 16-ჯერ, 2 დამხმარე მოსამსახურე - 15-ჯერ, ერთს - 8-ჯერ. აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში 19-მა მოხელემ თანამდებობრივ სარგო შვიდმაგ ოდენობაზე მეტი პრემია მიიღო. 

სამინისტროს მივლინების წლიურმა ხარჯებმა 305 545 ლარი შეადგინა. მათ შორის, 15 270 ლარი გახარჯულია ქვეყნის შიგნით, ხოლო 290 275 ლარი - ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებებზე. უცხოეთში მივლინებების დროს ავიაბილეთების შეძენაზე გახარჯულია სულ 87 338 ლარი.  სამინისტროს თითოეული მოხელე თავისი შეხედულებისამებრ არჩევს, თუ სად შეიძინოს ავიაბილეთი. შესაბამისად, სამინისტროს მიერ არ ხორციელდება კონტროლი საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვაზე.

ქვეყნის შიგნით მივლინებებისას საცხოვრებელი ფართის დაქირავებისას ზოგიერთ შემთხვევებში გადახდილია მაღალი ოდენობის თანხები. კერძოდ: 2016 წლის 30 ივლისს დაბა ჩაქვში, სასტუმროდრიმლენდ ოაზისშისამინისტროს წარმომადგენლების განთავსების 1 დღის ღირებულებამ შეადგინა 704 ლარი, რაც აღემატება არა მხოლოდ საქართველოში არსებული საშუალო კლასის სასტუმროს ნომრის ღირებულებას, არამედ 3-ჯერ და მეტად აღემატება ისეთი ქვეყნების საცხოვრებელი ფართის დაქირავების ნორმებს, როგორიცაა: იტალია, საფრანგეთი, ავსტრია, ლუქსემბურგი და სხვა.

2016 წლის 13 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ 1 დღე-ღამით განთავსების ღირებულებამ შეადგინა 649 ლარი, რაც ასევე მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო კლასის სასტუმროს ღირებულებას.

2016 წელს სამინისტროს მიერ გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა შეადგინა 109 600 ლარი. ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში სარესტორნო მომსახურებაზე გაწეულია არაგონივრულად მაღალი ოდენობის ხარჯები. მაგალითად: რესტორან „კოპალა“-ში 14 პერსონის მისაღებად გამართულ ღონისძიებაზე გაწეულია 2 397 ლარის ოდენობის ხარჯი, ანუ 1 პერსონაზე გახარჯულია 171 ლარი. რესტორან „ფუნიკულიორში“ გამართულ საქმიან ვახშამზე 1 პერსონისთვის გადახდილია 188 ლარი (ჯამში 25 პერსონაზე - 4 689 ლარი). რესტორან „VINOTEL“-ში 20 პერსონის მისაღებად გადახდილია 3 259 ლარი, რაც 1 პერსონაზე შეადგენს 163 ლარს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2016 წლის 27 ნოემბრამდე ნოდარ ხადური იყო, შემდეგ კი ეს თანამდებობა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაიკავა. 2016 წლის 1 დეკემბრიდან ნოდარ ხადური კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]