weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ჯუანშერ ბურჭულაძე დაინიშნა

13:16 ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2019

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილედ ჯუანშერ ბურჭულაძე დაინიშნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბურჭულაძემ 1998 წელს საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის საბანკო-საფინანსო ფაკულტეტი დაამთავრა.

ოფიციალური ინფორმაციით, 2015-2016 წლებში ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა, 2010 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში ფინანსური მენეჯერი იყო, ხოლო 2007 წლიდან 2010 წლის ჩათვლით „კორ სტანდარტ ბანკის“ საბურთალოს ფილიალის მმართველი და კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის განყოფილების მმართველი.

2004-2005 წლებში ჯუანშერ ბურჭულაძე „ქართუ ბანკში“ მუშაობდა და პლასტიკური ბარათების მომსახურებისა და დამუშავების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი იყო. სხვადასხვა დროს მუშოაბდა საქართველოს ეროვნული ბანკის სალიკვიდაციო კომისიის ეკონომისტად, შპს „ლუქსის“ ფინანსურ მენეჯერად, 1998 -1999 წლებში კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის სტაჟიორი იყო

ირაკლი ღარიბაშვილს ოთხი მოადგილე ჰყავს, მათგან სამი – ჯუანშერ ბურჭულაძე, რატი ბრეგაძე და დავით სუჯაშვილი თანამდებობებზე ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით დაინიშნენ. ამ დრომდე თანამდებობას ინარჩუნებს ლელა ჩიქოვანი, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილედ 2016 წელს დაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]