weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქუთაისში მობილური ტელეფონების ქურდობისთვის არასრულწლოვანი დააკავეს

12:10 ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მობილური ტელეფონების ქურდობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.ჩ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე, კომპანია „ჯეოსელის“ ოფისში ფარულად შეაღწია და 5 მობილური ტელეფონი მოიპარა.

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული არასრულწლოვანი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ბაღდათში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, ხუთივე მოპარული მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, დაკავებული არასრულწლოვანი დანაშაულს აღიარებს.

საქმეზე გამოძიება არაერთგზის ქურდობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]