ეკა ბესელიას გაღიზიანება სავარაუდოდ ზარდიაშვილის რეპლიკას – „ბესელიას მორალი“ მოჰყვა. ის ვანო ზარდიაშვილთან მივიდა და როგორც კადრებიდან ჩანს, სახეში ხელი გაარტყა. ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს „ნაძირალა“ უწოდა.
მომხდარი ინციდენტის გამო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. ეკა ბესელიას დარბაზი დაატოვებინეს.