პირველი არხის ინფორმაციით, მოსამართლე ლევან დარბაიძემ განამარტა, რომ დედას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა რვა წლით, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ეს ვადა ¼-ით შეუმცირდა.
შვიდი თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით 16 წლის დედა 22 მაისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ჩვილი გვიან ღამით, საწოლში გაგუდა.
გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებდნენ, აღნიშნული მუხლი 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.