weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

მეგრული ენის დაცვის მოთხოვნით ზუგდიდში აქცია გამართეს

15:15 სამშაბათი, 25 ივლისი 2017

ზუგდიდში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისის წინ ადგილობრივებმა აქცია გამართეს და მეგრული ენის დაცვა მოითხოვეს. „ლაივპრესის“ ინფორმაციით, ედემ იზორია და იური ღვინჯილია აცხადებენ, რომ ხელისუფლება გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფ მეგრულ-ლაზურ-სვანურ ენებზე არ ზრუნავს.

„შემოქმედთა გაერთიანება აიას“ თავმჯდომარემ, ედემ იზორიამ განაცხადა, რომ ბავშვებში მეგრული ენის ცოდნის მდგომარეობა კატასტროფულია.

იური ღვინჯილიას თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ ლაზურ-მეგრულ-სვანური ენები იგნორირებულია. მან აღნიშნა, რომ ევროსაბჭოში გაწევრიანებისას საქართველომ აიღო ვალდებულება, ხელი მოეწერა „რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიისთვის“ და მისი რატიფიცირება მოეხდინა, რაც ამ დრომდე არ შესრულებულა.

„ვაპროტესტებ ევროკავშირის ყალბ დემოკრატიას და ორმაგ სტანდარტებს. სტალინის პერიოდში გამოდიოდა მეგრული გაზეთი. რუსული ოკუპაციის პირობებში აფხაზეთში, მეგრულ ენაზე გამოდის გაზეთი „გალ“ და ლაზური გაზეთი „აღანი მურიცხი“ გამოდის თურქეთში. რუსეთში გამოდიოდა მეგრული გაზეთი და დემოკრატიის პირობებში არ გამოდის“, - განაცხადა იური ღვინჯილიამ.

აქციის მონაწილეებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი შეხვდა, რომელმაც განმარტა, რომ მისია საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე არსებულ მდგომარეობას აკვირდება და მეგრული ენის საკითხი მათ კომპეტენციას სცდება.

„ლაივპრესის“ ინფორმაციით, იური ღვინჯილია მეგრულ-ლაზურ-სვანური ენების დაცვის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს პერიოდულად მართავს. ბოლოს მან პრემიერ-მინისტრის სახელზე წერილი გაგზავნა. მთავრობის პასუხის თანახმად, ევროპული ქარტია არ ვრცელდება მეგრულ, ლაზურ, სვანურ ენებზე, რადგან ისინი არ წარმოადგენენ ეთნიკურ უმცირესობათა ენებს.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]