საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები, პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები შემთხვევის ადგილზე 112-ზე შეტყობინების მიღების შემდეგ გამოცხადდნენ.
„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტურისტთა 7-კაციანი ჯგუფი ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ველოსიპედებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთი ტურისტი გზიდან ხევში გადავარდა. თანმხლები პირები მის დახმარებას შეეცადნენ, თუმცა თავად ხევიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, მაშველებმა ტურისტები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, ხოლო გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზაზე.