სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, არჩილ თხლაშიძემ, დეპუტატებმა, საქართელოს შეიარაღებული ძალების 21-ე კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს.
„დღეს უმძიმესი დღეა საქართველოს ისტორიაში, პატივი მივაგოთ ათასობით სამხედრო თუ სამოქალაქო პირს, ვინც ომის დროს დაიღუპა. დარწმუნებული ვარ, რომ მათი თავდანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის და მალე ვიხილავთ გაერთიანებულ საქართველოს“, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
[R] თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია