weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებენ

12:46 ორშაბათი, 30 სექტემბერი 2019

„რუსთავი 2“-ის ყოფილი თანამშრომლები – ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას სასამართლოში უჩივიან. მათი განცხადებით, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა.

„ეს არის ბრძოლა ჩვენი უფლებებისთვის და ეს არის ბრძოლა ყველა ჟურნალისტის უფლებისთვის, რომ ხვალ არცერთ მენეჯერს, ტელევიზიის ხელმძღვანელს არ მოუნდეს და არ გაუჩნდეს ცდუნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ნიუსრუმი დაცალოს მხოლოდ იმის გამო, რომ არ უნდა ამ ტელევიზიის ეთერში იყოს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა.

ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ოფიციალური მიზეზი, რომელიც „რუსთავი 2“-ში ცვლილებების საფუძვლად დასახელდა, იყო გამოგონილი და რეალური მოტივი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ადამიანების გაშვება იყო“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ, რომელიც „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ნოდარ მელაძისა და ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერესებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დაიცავს. ორგანზაციის ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს მიაჩნია, რომ „რუსთავი 2“-მა ამ ადამიანების უფლებები დაარღვია.

„ჩვენ ეს საქმე მიგვაქვს სასამართლოში და რა თქმა უნდა, ყველა ინსტანციაში ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. ვფიქრობთ, ეს არის კონკრეტული შემთხვევა იმისა, რომ ამ პირების შრომითი უფლებები იყო დარღვეული. ცხადია, რომ ამას ჰქონდა თავისი მიზეზი და მიზანი. მიზანი იყო ის, რომ შეცვლილიყო „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა“ – აღნიშნა ეკა გიგაურმა.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და „ნანუკას შოუს“ წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სამსახურიდან 20 აგვისტოს გაათავისუფლა. ამას წინ უსწრებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე. სასამართლომ გააუქმა დროებითი ღონისძიება, რომლითაც 2017 წლის მარტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებული იყო. 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს და მის კომპანიას, „პანორამას“ მიაკუთვნა. 18 ივლისსვე ქიბარ ხალვაშმა ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად საკუთარი ადვიკატი - პაატა სალია დაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]