weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმის მერია ახალი მეჩეთის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

16:17 ორშაბათი, 30 სექტემბერი 2019
ფოტოზე ლაშა კომახიძე ფოტოზე ლაშა კომახიძე

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც ახალი მეჩეთის მშენებლობას ეხება, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. როგორც ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ აჭარის ტელევიზიასთან განაცხადა, სასამართლოს დისკრიმინაციის ნაწილში არ ეთანხმებიან.

„ძალიან მნიშვნელოვანია სამოტივაციო ნაწილი ამ გადაწყვეტილების, თუ რატომ იქნა დისკრიმინაციულად ცნობილი ეს ფაქტი. ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ დისკრიმინაციის ნაწილში გავასაჩივრებთ, დანარჩენ ნაწილზე კი, ვიმსჯელებთ. მნიშვნელოვანია საბოლოოდ სასამართლო როგორ დასრულდება. გვქონდა მცდელობა, რომ მოლაპარაკების გზით დაგვესრულებინა ეს საქმე, მაგრამ სამწუხაროდ ვერ დასრულდა, ვერ შედგა შეთანხმება და ფაქტია რომ სასამართლოს გზით მივდივართ“, – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამარეთლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის“ სარჩელი. სასამართლომ დაადგინა, რომ ბათუმის მერიის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომლითაც მუსლიმ თემს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე უარი ეთქვა, უკანონო და დისკრიმინაციულია. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ის მოთხოვნა, რაც მერიისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემის დავალდებულებას გულისხმობდა.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]