weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

აჭარა TV-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები უამრავ კითხვას აჩენს – არასამთავრობოები

21:24 ორშაბათი, 30 სექტემბერი 2019

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ მაუწყებლის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას საფრთხე ემუქრება.

ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები უამრავ კითხვის ნიშანს აჩენს.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ საფრთხეზე ჯერ კიდევ აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხის დასმისას ვსაუბრობდით.

აჭარის ტელევიზია და რადიო რამდენიმე წელია არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა როგორც მიუკერძოებელი  მედიასაშუალება მკვეთრად პოლარიზებულ მედიაგარემოში. მიგვაჩნია, რომ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყანაში მედიის თავისუფლებასა და დემოკრატიულ განვითარებას“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

მათივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა და მათთვის საკუთარი სინდისის შესაბამისად სარედაქციო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟურნალისტთა მოთხოვნას სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით და ყურადღებით ვაკვირდებით აჭარის ტელევიზიასა და რადიოს გარშემო მიმდინარე პროცესებს“ – აღნიშნავენ განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC), რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი, ღია საზოგადოების ფონდი, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), მწვანე ალტერნატივა საქართველო და მედიის განვითარების ფონდი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]