weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თბილისში ქალი სავარაუდოდ უთოთი აწამეს და დააყაჩაღეს

22:18 ორშაბათი, 30 სექტემბერი 2019

თბილისში, ბაქოს ქუჩაზე, 35 წლის ქალს საკუთარ ბინაში თავს დაესხნენ და სავარაუდოდ ცხელი უთოთი აწამეს. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა.

ჟურნალისტთან ერთ-ერთი მეზობელი ამბობს, რომ თავდამსხმელებმა ქალს გაცხელებული უთო ზურგზე დაადეს და ცომის გასაბრტყელებლით სცემეს. მისივე თქმით, ქალი სახლში მარტო იყო.

„მთავარი არხის“ ცნობით, თავდამსხმელებმა სახლიდან დიდი ოდენობის თანხა და ოქროულობა წაიღეს. ტელეკომპანია მეზობლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მსხვერპლმა დახმარებისთვის მეზობლებს მიმართა და პოლიციის გამოძახებაზე უარს ამბობდა, რადგან ჩივილის შემთხვევაში შვილების დახოცვით დაემუქრნენ.

დაშავებული ქალი საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმის განცხადებით, მას თავის ტყვინის შერყევა, სხეულისა და გულმკერდის ზედაპირული ტრავმები აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]