ხანძრის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც დავით ბარათაშვილი წერს, საბჭოთა დროინდელ სახანძრო მანქანებს ცეცხლის ჩაქრობა უჭირთ.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად სასტუმროს სახურავს გაუჩნდა და შენობაზე გავრცელდა. რა გახდა ხანძრის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. როგორც „რეგინფოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია და სხვა შენობებზე მისი გავრცელების საფრთხე არ არსებობს.