weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

შიდა ქართლში 75 წლის კაცი 5 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული

10:54 სამშაბათი, 01 ოქტომბერი 2019

შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 75 წლის კაცი ხუთი წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ სამართალდამცველებმა ბრალდებული დაახლოებით თვენახევრის წინ დააკავეს.

საქმის პროკურორი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან აცხადებს, რომ ბრალდებული მცირეწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას რამდენიმე თვის განმავლობაში ახორციელებდა.

„მარტის თვიდან ივნისის თვის პერიოდამდე, ო.ი.-ის მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ, ძალადობის გარეშე, გარყვნილი ქმედება ხორციელდებოდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა განჩინება პირის დაკავებასთან დაკავშირებით. სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი მოთხოვნა“, – ამბობს პროკურორი ნათია კიკალია

„რუსთავი 2“-ის ცნობით, კაცმა გარყვნილი ქმედება გოგონას 3 წლის დის თვალწინ ჩაიდინა, მომხდარი კი მას შემდეგ გახმაურდა, რაც ფაქტს ბავშვის დედაც შეესწრო.  

გორის რაიონულ სასამართლოში ამ საქმეზე პროცესი ხვალ, 2 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]