სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგილაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ დაკვამლიანება გამთენიისას, „ნიკალას“ სხვენში შენიშნეს.
„სამივე ობიექტი მთლიანად არის განადგურებული, დაიწვა ძველი აივნები, რომლებიც ამ ქუჩას განსაკუთრებულ სილამაზეს სძენდნენ და ტურისტების ყურადღებას იქცევდნენ. შენობა, სადაც რესტორანი „სარაჯიშვილი“ იყო, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ძველი ელექტროგაყვანილობიდან ან ბუხრიდან გაჩნდა. ბოლო წლებში ეს ამ ქუჩაზე ხანძრის მესამე შემთხევაა. აქვე იყო ამერიკელი ბიზნესმენის სახლი, რომელიც 2015 წელს დაიწვა“, – ამბობს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის ჩასაქრობად ცხრა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.