შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ჩალაგაშვილის დაკავება თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მოხდა და მას წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.
„საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა - 1977 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს“, – აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გურამ ჩალაგაშვილის პროცესი მიმდინარეობს.