weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით ბიზნესმენები დააკავეს

14:41 სამშაბათი, 01 ოქტომბერი 2019

თბილისსა და ახალციხეში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ოთხი პირი დააკავეს, რომელთაც ბრალად „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ედებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1976 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევ ი.კ.-ს და 1982 წელს დაბადებული გ.გ. „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ხოლო წარსულში ნასამართლევ ორ პირს - 1979 წელს დაბადებულ გ.მ.-ს და 1981 წელს დაბადებულ კ.ა.-ს „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვაში ედებათ ბრალი.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ კ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად 87 ათასი ამერიკული დოლარი ამოიღო. ასევე, ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ნოემბერში ბიზნესპარტნიორებმა - გ.მ.-მ და კ.ა.-მ ფინანსური დავის გადასაწყვეტად, მატერიალური უპირატესობის მიღების მიზნით, ქურდული სამყაროს წევრების - ი.კ.-სა და გ.გ.-ს მეშვეობით, ცალ-ცალკე მიმართეს თურქეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციაში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს - ჯეირან კინწურაშვილს (მეტსახელად „ჯეირანას“) და ედუარდ ასატრიანს (მეტსახელად „ასატრინას“).

კანონიერმა ქურდებმა დავის გადაწყვეტამდე ბიზნესპარტნიორების ფინანსური დავის შესწავლა ქურდული გარჩევით დაავალეს თავიანთ ნდობით აღჭურვილ პირებს, რომლებიც შეხვდნენ ბიზნესპარტნიორებს და მათ შუამავლებს - ქურდული სამყაროს წევრებს.

ე.წ. კანონიერმა ქურდმა ჯეირან კინწურაშვილმა ფინანსური დავის გადასაწყვეტად და ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მისაღებად მოდავე მხარეები თურქეთის რესპუბლიკაში დაიბარა. შეხვედრაზე კინწურაშვილმა დავა ნაწილობრივ ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ გადაწყვიტა და მეორე პირის შუამავალს 45 ათასი აშშ დოლარის თურქეთში ჩატანა დაავალა.

დავის საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით, ე.წ. კანონიერმა ქურდმა ჯეირან კინწურაშვილმა ქურდული გარჩევა თურქეთში კიდევ ორჯერ - 2019 წლის 22 და 29 იანვარს მოაწყო, თუმცა ფინანსური დავა საბოლოოდ ვერ გადაწყდა.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის, ასევე, „კანონიერი ქურდისთვის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-პრიმა ოთხი მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – განაცხადეს შს სამინისტროში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]