weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში 40 მენტორ-ინსტრუქტორი გადამზადდა

14:51 სამშაბათი, 01 ოქტომბერი 2019

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში, საქართველოს, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატების მიერ ორგანიზებული მენტორ-ინსტრუქტორთა ტრენინგი დასრულდა.

ინსტრუქტორებს, რომლებმაც პროფესიული გადამზადების კურსები გაიარეს, „საქართველოს რკინიგზის“ საწარმოებში სტუდენტებისათვის როგორც პრაქტიკული კომპონენტის სწავლების, ასევე ინსტრუქტორთა ახალი ნაკადის მომზადების შესაძლებლობა ეძლევათ.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს რკინიგზა“ და სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯიპერიოდულად სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს ერთობლივად განიხილავენ. ამ ეტაპზე პრიორიტეტულ საკითხად, კომპანიაში დასაქმებული პირების დუალურ სწავლებაში მენტორ-ინსტრუქტორებად გადამზადება დასახელდა. პროექტისათვის „საქართველოს რკინიგზამ“ 40 ინსტრუქტორი შეარჩია, რომლებსაც ტრენინგის დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცათ.

ტრენინგების ჩასატარებლად საქართველოში დუალური სწავლების მიმართულებით მდიდარი და წარმატებული გამოცდილების მქონე გერმანიის რკინიგზის (DB) ტრენერები ჩამოვიდნენ.

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის შემდეგომი ეტაპი საკვალიფიკაციო გამოცდების გამჭვირვალედ და კვალიფიციურად ჩატარებაა.

კოლეჯში იმედოვნებენ, რომ საქართველოს, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო - სამრეწველო პალატებთან და გერმანიის რკინიგზასთან თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება, რათა გერმანიაში არსებული პროფესიული განათლების წარმატებული პრაქტიკა საქართველოშიც სრულად იყოს გაზიარებული.

[R] საქართველოს რკინიგზის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]