weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარეკ დუდაევის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ცხინვალის ციხეში გარდაიცვალა

16:07 სამშაბათი, 01 ოქტომბერი 2019
ფოტოზე მარეკ დუდაევი ფოტოზე მარეკ დუდაევი

მარეკ დუდაევის მკვლელობისთვის მსჯავრდებული 33 წლის ვიაჩესლავ კაზიევი ცხინვალის ციხეში გარდაიცვალა. ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის ცნობით, პატიმრის სიკვდილის მიზეზი სავარაუდოდ თრომბი გახდა.

„რეს“-ი წერს, რომ კაზიევი დღეს, დილით გარდაიცვალა და ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„ციხის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ კაზიევმა ერთი დღით ადრე სასადილო ოთახში ისადილა, იცავდა რეჟიმს და არ იყო შიმშილობის მონაწილე, რის შესახებაც სოციალური ქსელების მომხმარებლები წერდნენ“, – ნათქვამია „რეს“-ის სტატიაში.

მარეკ დუდაევი 2018 წლის 16 იანვარს, ოკუპირებულ სოფელ არცევში მოკლეს. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მას თავში ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, რის შედეგადაც გარდაიცვალა. მკვლელობის ბრალდებით დუდაევის თანასოფლელი, ვიაჩესლავ კაზიევი დააკავეს.

მარეკ დუდაევი 2004-2013 წლებში ქართულ ციხეში იხდიდა სასჯელს. ის მკვლელობისთვის, ყაჩაღობისა და ფულის გამოძალვისთვის იყო მსჯავრდებული და 23 წელი ჰქონდა მისჯილი. ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობა მის გადაცემას წლების განმავლობაში ითხოვდა. მარეკ დუდაევს ამნისტია შეეხო, რის შედეგადაც ოთხწლიანი საპატიმრო ვადა ჰქონდა დარჩენილი, თუმცა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით ესეც მოეხსნა და 2013 წელს პატიმრობიდან გათავისუფლდა. თავად დუდაევი ბრალს არ აღიარებდა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება მას საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების მიერ დევნილად მიიჩნევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]