მკვლელობა სოფელ ჯუმში 28 სექტემბერს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1985 წელს დაბადებულ ძმას, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ცივი იარაღით სხეულის დაზიანებები მიაყენა. მიღებული ჭრილობებით დაშავებული გარდაიცვალა.
30 სექტემბერს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მან დანაშაული აღიარა და თქვა, რომ თავის მართლებას არ აპირებდა.