weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი ცრუ დასმენის ბრალდებით დააკავეს

11:43 ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი 2019
ფოტოზე ნაირა ოტიაშვილი / Ghn.ge ფოტოზე ნაირა ოტიაშვილი / Ghn.ge

ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი ცრუ დასმენის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადვოკატთან ერთად დაკავებულია დედა-შვილი, რომლის ინტერესებსაც ნაირა ოტიაშვილი იცავდა.

„1958 წელს დაბადებულ ნ.ო.-ს, 1959 წელს დაბადებულ მ.ა.-ს და 1977 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ.

ცრუ დასმენა განხორციელდა მიმდინარე წლის აპრილში დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ნათესავებს შორის ქონებრივი დავის საფუძველზე წარმოქმნილ ოჯახში ძალადობას ეხებოდა. კერძოდ, ბრალდებულებმა - ს.ბ.-მ და მ.ა.-მ გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცეს და მათივე ოჯახის წევრი ძალადობასა და შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევაში დაადანაშაულეს. აღნიშნული ფაქტი კი დაადასტურა მათმა ადვოკატმა - ნ.ო.-მ“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გამოძიება ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ინტერესებსაც იცავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]