კალაძის თქმით, მოქალაქეები წუხილს გამოთქვამენ, რომ მაგალითად, სააკაძის მოედნის მიმდებარედ არსებული ველობილიკებით არავინ სარგებლობს, ავტომობილს კი ვეღარ აჩერებენ.
„ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თბილისი ნამდვილად ვერ იქნება მარტო დიდი ჯიპების ქალაქი. თბილისი აუცილებლად იქნება ფეხით მოსიარულეების ქალაქი და აუცილებლად იქნება ველობილიკები. რა თქმა უნდა, ავტომობილებისთვისაც იქნება შესაძლებელი გადაადგილება, მაგრამ პრიორიტეტი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენ პროექტებს ვახორციელებთ საერთაშორისო ქვეყნების მაგალითზე. მესმის, რომ გარკვეული დისკომფორტია, მაგრამ სხვაგვარად შეუძლებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, გავა წლები და საზოგადოება დაინახავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო „ამ პროექტების განხორციელება“.