weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დიდი ბოდიში, მაგრამ თბილისი ნამდვილად ვერ იქნება მარტო დიდი ჯიპების ქალაქი – კალაძე

13:23 ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი 2019

„ის, რომ ტროტუარებზე ავტომობილები დგას, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, მოქალაქეები წუხილს გამოთქვამენ, რომ მაგალითად, სააკაძის მოედნის მიმდებარედ არსებული ველობილიკებით არავინ სარგებლობს, ავტომობილს კი ვეღარ აჩერებენ.

„ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თბილისი ნამდვილად ვერ იქნება მარტო დიდი ჯიპების ქალაქი. თბილისი აუცილებლად იქნება ფეხით მოსიარულეების ქალაქი და აუცილებლად იქნება ველობილიკები. რა თქმა უნდა, ავტომობილებისთვისაც იქნება შესაძლებელი გადაადგილება, მაგრამ პრიორიტეტი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენ პროექტებს ვახორციელებთ საერთაშორისო ქვეყნების მაგალითზე. მესმის, რომ გარკვეული დისკომფორტია, მაგრამ სხვაგვარად შეუძლებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, გავა წლები და საზოგადოება დაინახავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო „ამ პროექტების განხორციელება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]