weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

14:30 ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი 2019

თელავის N17 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალმახელიძემ თანამდებობა დატოვა. კალმახელიძის განმარტებით, ოჯახური ვითარების გამო, ქვეყნიდან დროებით მიდის.

„არ იყო მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ამ დროისათვის სხვაგვარად შეუძლებელია. მინდა, რომ მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ამომრჩევლებს, ჩართულ მხარეებს, საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა რგოლს და კოლეგებს სამწლიანი თანამშრომლობისთვის“, – წერს გიორგი კალმახელიძე სოციალურ ქსელში.

გიორგი კალმახელიძე თელავის N17 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ 2016 წელს აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2021 წლის თებერვალში ეწურებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]