ავთანდილ გალდავა 2017 წლის აგვისტოდან სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავთანდილ გალდავა 1979 წლის 16 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა. 1997-2002 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ფაკულტეტზე, 2009 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა თანამდებობას იკავებს, მათ შორის, 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის აგვისტომდე ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი იყო, 2013 წლის დეკემბრიდან 2016 წლამდე კი - თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსი.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას.