საპატრულო პოლიციის თანამშრომლის თქმით, ავტომობილი ტაქსის მსგავსი ამომცნობი ნიშნის - „შმAXI“-ის გამო გააჩერეს. ზურაბ ჯაფარიძემ მას აუხსნა, რომ „შმაქსი“ არა ტაქსი, არამედ საგანმანათლებლო პროექტია. რამდენიმე წუთის შემდეგ საპატრულო პოლიციამ „შმაქსის“ მძღოლს წასვლის უფლება მისცა.
„გირჩი“ აცხადებს, რომ თბილისის მერიის მიერ დაწესებული რეგულაციების შედეგად უმუშევრად დარჩენილ ტაქსისტებს „შმაქსაობაში“ ჩართვას სთავაზობს. როგორც ჯაფარიძემ განაცხადა კომპანიის მთავარი მიზანი საგანმანათლებლო საქმიანობა იქნება.
„დავიქირავებთ მასწავლებლებს, რომლებიც თბილისში, საკუთარი ავტომობილებით იმოძრავებენ. იმ მგზავრებს კი, ვისაც „გირჩის“, საღი აზრისა და თავისუფლების იდეების გაცნობის სურვილი ექნებათ „შმაქსის“ მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.