weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ამ მასკარადის მიზანი კრიტიკული მედიის დაშინებაა – ნოდარ მელაძე პროკურატურაში მივიდა

13:22 შაბათი, 05 ოქტომბერი 2019

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე „რუსთავი 2“-ის საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. მელაძემ, რომელიც „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო, განაცხადა, რომ გამოძიების მიზანი კრიტიკული მედიის დაშინებაა.

„მთელი ეს პროცესი ერთი დიდი მასკარადია, რომლის მიზანი კრიტიკული, ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი მედიის დაშინება და ადამიანებისთის დისკომფორტის შექმნაა, რომ მორალურად გავტყდეთ ან დავიღალოთ და ამის შემდეგ ვთქვათ, რომ აღარ გვინდა იმ საქმის კეთება, რასაც ვაკეთებთ. ბოდიში, მაგრამ ეს ასე ვერ იქნება“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე.

პროკურატურა „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას, ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, გვარამიამ ტელეკომპანიისთვის დამაზიანებელი ხელშეკრულება გააფორმა, რის შედეგადაც „რუსთავი 2“-მა 6 763 510 ლარით იზარალა. 11 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]