weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ღვინის ფესტივალის ფარგლებში გურჯაანს 6 ქვეყნის დელეგაცია ესტუმრება

14:23 კვირა, 06 ოქტომბერი 2019

12 ოქტომბერს, გურჯაანის ღვინის ფესტივალს, ექვსი ქვეყნის დელეგაცია ეწვევა. სტუმრები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მოწვევით იქნებიან ესპანეთიდან, ლიეტუვადან, უკრაინიდან, სლოვაკეთიდან, ბელარუსიიდან და ესტონეთიდან.

„გურჯაანის ღვინის ფესტივალზე ბევრ უცხოელ სტუმარს ველოდებით. როგორც იცით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფრომებული ესტონეთის ქალაქ კუუსალუსთან, ბელარუსიის ვიტებსკთან და ლიეტუვას პაკრუოისთან , რომლის ფარგლებშიც ჩვენი დელეგაცია ვიზიტით უკვე იმყოფებოდა მეგობარ ქალაქებში და გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდგა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში. მათ ახლა ჩვენ ვუმასპინძლებთ ღვინის ფესტივალზე. სასიხარულოა რომ, სწორედ ფესტივალზე კიდევ ორ ქვეყანასთან ურთიერთთანამშრომლების მემორანდუმს მოეწერება ხელი“, - აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა.

ფესტივალის უცხოელი სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას ჩურხელის ამოვლებასა და ღვინის დაწურვაში, ასევე დააგემოვნებენ ქართულ ღვინოებს და ჭაჭას, გაეცნობიან ქართულ ფოლკლორს, კულტურას, ტრადიციულ ქართულ კერძებს და სხვა.

ფესტივალის ფარგლებში, მოეწერება ხელი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასა და სლოვაკეთის პოვაჟსკა ბისტრიცას, ასევე გურჯაანსა და ესპანეთის ლაგუარდიას მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ეწვევიან სოფელ კაჭრეთში კოლეჯ „აისს“, დაათვალიერებენ და გაეცნობიანს სასწავლო პროგრამებს, მოეწყობა შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან. ასევე, ხელი მოეწერება ბელარუსიის გოროდოკის აგრარულ-ტექნიკურ კოლეჯსა და კაჭრეთის კოლეჯ „აისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მეღვინეობის ქალაქში სტუმრობისას დელეგაციის წევრები ასევე, ეწვევიან ღვინის საწარმო , „ბოლერო & კომპანიას“ და სოფელ ველისციხეში არსებულ მარან „ნუმისს“, სადაც დააგემოვნებენ სხვადასხვა სახეობის ღვონოს და ჭაჭას, ასევე მონაწილეობას მიიღებენ პურის ცხობის, თათარის და ტრადიციული კახური კერძების მომზადების მასტერკლასებში.

უცხოელი სტუმრები მოინახულებენ სოფელ ვეჯინის და კოლაგის ახლადგარემონტებულ საჯარო სკოლებს, გურჯაანის სპორტულგამაჯანსაღებელ კომპლექსს და სოფელ გურჯაანში ორგუმბათიან „ყველაწმინდის“ მონასტერს.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალი სს „m² უძრავი ქონება“-ს გენერალური სპონსორობით, „საქართველოს ბანკი ბიზნესის“ სპონსორობითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის პატრონაჟით იმართება. წელს ფესტივალი ჩაერთო კამპანიაშიც #Spend4SeasonsInGeorgia.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]