weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დასაბუთება პრეზიდენტის ვალდებულებაა – ჩუგოშვილი შეწყალების საქმეებზე

15:07 კვირა, 06 ოქტომბერი 2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხები გასცეს.

„მე არ ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილის პოზიციას - „პასუხს არ გავცემ კითხვებს“. ეს მგონია, ძალიან არასწორი იმიტომ, რომ ეს მისი უფლება არ არის. ეს მისი ვალდებულებაა.

მას კითხვებს არ უსვამენ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მას კითხვებს უსვამენ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და მე ვფიქრობ, აქ აქვს დასაბუთების ვალდებულება.

მეორე - კომისია, რომელიც მას არ შეუქმნია, უნდა შეიქმნას დაუყოვნებლივ იმიტომ, რომ ეს კომისია არის ფილტრი და ფილტრის არ არსებობამ ვნახეთ, რა შედეგიც გამოიღო“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვალდებული არ არის, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე განმარტება გააკეთოს.

„პასუხისმგებელი მე ვარ, მაგრამ იმის თქვა, თუ რატომ, არ მაქვს. ამ [შეწყალების] უფლების ერთ-ერთი დამახასიათებელია ის, რომ უფლება არ მაქვს კერძო საკითხებზე ვილაპარაკო. მე არ ვიცი, სხვა რას ამბობს, მე ვიცი, რა არის ჩემი პასუხისმგებლობა და ვიცი, რომ ამ ყველაფერზე ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ გამაჩნია და შეგიძლიათ მომკლათ, არ გავაკეთებ კომენტარს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის იყო დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი. ამასთან დაავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

ამასთან, „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტს შეწყალებული ჰყავს სისხლის სამართლის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში) გასამართლებული პირიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]