weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

35 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე 2 პოლიციელი დააკავეს – ადვოკატი

10:53 ორშაბათი, 07 ოქტომბერი 2019

35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, რომელთაგან ორი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია – ამის შესახებ ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი გეთიაშვილის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და ამ დროისთვის სხვა კომენტარს ვერ გააკეთებენ.

ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, გიორგი გეთიაშვილს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დავით მუმლაძის მეგობარი იყო და ბოლოს ის პირველ ოქტომბერს ნახა.

„ეს არის მკვლელობის საქმე, რომელზეც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან, რომ თითქოსდა მან მიიღო მკვლელობაში გარკვეულწილად მონაწილეობა. მისი მონაწილეობა გამოიხატება იმაში, რომ გარდაცვლილი მიიყვანა კონკრეტულ პიროვნებებთან და იმათ კიდევ მიიყვანეს მკვლელთან.

სცენა არის შემდეგი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციელები აჩერებენ, გადმოჰყავთ გარდაცვლილი და მიჰყავთ პოლიციელებს. როგორც აღმოჩნდა, მიჰყავთ მკვლელთან.

ეს მაქვს ზოგადი ინფორმაცია, როგორიც არსებობს. თუმცა, ჩვენ პროკურატურა გვედავება, რომ ეს ყოველივე ვიცოდით, რომ უნდა მიეყვანა პოლიციასთან და შემდეგ მკვლელს უნდა განეხორციელებინა ეს, რაც აბსურდია და არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება, რადგან გარდაცვლილი არის მისი მეგობარი. ჩემი ინფორმაციით, დაკავებულია ეს ორი პოლიციელი და ის, ვინც ეს ქმედება ჩაიდინა. მას არ უხსენებია პოლიციელები, რადგან აქ იყო დაშინება, მუქარა, ამიტომ იყო თავის შეკავება, რომ მის ოჯახს საფრთხე არ შექმნოდა. ამიტომ შეიკავა თავი და პოლიციელები არ ახსენა“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

მისივე თქმით, გეთიაშვილი 5 ოქტომბერს, დაახლოებით 8-9 საათზე დააკავეს, თუმცა დაკავების ოქმში წერია, რომ 6 ოქტომბერს, 23:09 საათზეა დაკავებული. ადვოკატი ამბობს, რომ სამართალდამცველები ამ დროის განმავლობაში დაკავებულთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევდნენ.

35 წლის დავით მუმლაძეს ოჯახი პირველი ოქტომბრიდან ეძებდა. მისი ცხედარი მტკვარმა რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო. არსებული ინფორმაციით, კაცს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]