weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსთავში მოკლული 35 წლის კაცი ორმა პოლიციელმა გაიტაცა – შსს

12:31 ორშაბათი, 07 ოქტომბერი 2019

რუსთავში მომხდარი 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთი პირი დააკავა, რომელთა შორის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცველია.

შსს-ის ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 1982 წელს დაბადებული გ.ა. გარდა ამისა, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულები არიან, შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები – 1992 წელს დაბადებული მ.ღ. და 1981 წელს დაბადებული დ.მ. აღნიშნული ბრალდებით ასევე დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი: 1989 წელს დაბადებული დ.დ. ხოლო ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულია 1989 წელს დაბადებული გ.გ.

„გამოძიებით დგინდება, რომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა გ.ა.-მ და მისმა თანამზრახველმა 1983 წელს დაბადებულმა ზ.ჯ.-მ წარსულში არსებული დაპირისპირების და შურისძიების მოტივით 35 წლის მამაკაცის მკვლელობა დაგეგმეს.

მსხვერპლის ქალაქიდან მოტყუებით გაყვანის მიზნით მათ დახმარებისთვის მიმართეს ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ გ.გ.-ს, ორ პოლიციელს და ყოფილ სამართალდამცველს.

მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს, გ.გ.-მ გლდანში მის კუთვნილებაში არსებულ ავტომობილში ჩაისვა 35 წლის დ.მ. გლდანში ავტომობილით მოძრაობის დროს, ისინი ვითომ შემთხვევით შეხვდნენ პოლიციის ფორმაში მყოფ სამ პირს. მათ ავტომობილიდან გადმოიყვანეს დ.მ., უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, ჩაიყვანეს რუსთავში და გადასცეს ზ.ჯ-ს და გ.ა.

აღნიშნულმა პირებმა დ.მ. ჩაიყვანეს მტკვრის ნაპირზე და ცივი იარაღით მიაყენეს მრავლობითი დაზიანებები. კვალის დამალვის მიზნით გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს. დ.მ.-ს ცხედარი 5 ოქტომბერს, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარმა გამორიყა.

მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკვე დაკავებულია ხუთი პირი, ხოლო განზრახ მკვლელობაში მონაწილე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ.-ს მიმართ მისი დაკავების მიზნით ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, 143-ე და 370-ე მუხლებით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]