weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჰერეთში სოფელ ქოთოქლოს ეკლესიაში 120 წლის შემდეგ წირვა-ლოცვა განახლდა

15:57 ორშაბათი, 07 ოქტომბერი 2019

ისტორიულ ჰერეთში, კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოში წმინდა სამების ეკლესია ამოქმედდა და 6 ოქტომბერს, პირველად ბოლო 120 წლის განმავლობაში, საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდა.

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ამ ტაძარში, რომელიც საუკუნეზე მეტ ხანს უმოქმედო იყო, რეგულარული წირვა-ლოცვის განახლებას ადგილობრივი ქართველი მართლმადიდებელი მოსახლეობა ითხოვდა, რასაც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა.

პირველი საღვთო ლიტურგია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჰერეთისა და ხორნაბუჯის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ ჩაატარა.

საზეიმო წირვას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და განჯაში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები, ასევე კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, მუსა შექელიევი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]