„Jazz and Wine“-ის ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება - ქართული ღვინის მწარმოებელი მცირე კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციას და ჯაზური მუსიკის ფონზე სტუმრებს საშუალებას მისცემენ სხვადასხვა სახის ღვინო დააგემოვნონ; იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო კი სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი უნიკალური რეცეპტით დამზადებულ კერძებს შესთავაზებს სტუმრებს.
თიბისი სტატუსი საკუთარ მომხმარებელს ფესტივალზე დასასწრებ ნაკრებს სპეციალური პირობებით სთავაზობს:
ნაკრები 2 პერსონაზე - ფესტივალის ბილეთები და განთავსება „რადისონ ქოლექშენში“ 19-20 ოქტომბერს - 900 ლარი.
ნაკრები 2 პერსონაზე - ფესტივალის ბილეთები და განთავსება „Park Hotel“-ში 19-20 ოქტომბერს - 500 ლარი.
თიბისი სტატუსის მომხმარებლები კონცერტების ბილეთის tkt.ge-ზე შეძენისას 20%-იანი ქეშბექითაც ისარგებლებენ.
წელს „Jazz & Wine“-ის პარტნიორია ქართული ინდუსტრიული ჯგუფი „აიგრუპი“, რომელიც სპეციალურად ფესტივალის სტუმრებისთვის ე.წ. მესამე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში შექმნილი ყველაზე ხმაურიანი პროექტის - ტესლა მოდელ 3-ის გამოცდას გეგმავს. ელონ მასკის ტესლა მოდელ 3 უკვე აიქარის გაზიარების სერვისშია. „Jazz & Wine“ – ის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს, მხოლოდ წინასწარ ჩაწერის შემთხვევაში, ექნება შესაძლებლობა გამოსცადოს ელექტრო-მობილი და ნახოს მისი უნიკალური შესაძლებლობები.
ბილეთები შეიძინეთ ონლაინ - TKT.GE-ზე.
ფესტივალის პროგრამა:
19 ოქტომბერი, შაბათი
- 13:00-15:00 საათი, წინანდლის პარკი - ტესლა მოდელი 3-ის ტესტ-დრაივი;
- 14:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი - Sugerpie & Candymen-ის კონცერტი,:
ქართული ღვინის დეგუსტაცია;
მაურიციო სიცილიანოს კულინარიული შოუ (იტალია)
- 19:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი - ოზ ნოის ტრიოს კონცერტი ლეგენდარულ დენის ჩემბერსთან და ჯიმი ჰისლიპთან ერთად;
- 22:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი - „MF ROBOTS“-ის შოუ
[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია