weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

22:11 ორშაბათი, 07 ოქტომბერი 2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მუშა, 41 წლის მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, მუშას მშენებელი კომპანიის - „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ კუთვნილი სატვირთო ავტომობილი დაეჯახა.

„ჩვენი სპეციალისტების წინასწარი მოკვლევის შედეგად დგინდება, რომ კომპანიის მხრიდან დარღვეულია სამუშაოების დაგეგმვისა და წარმოების უსაფრთხოების ნორმა და სტანდარტები“, – აცხადებენ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირში.

მათივე თქმით, მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების სიცოცხლე რისკის ქვეშაა.

„მოვუწოდებთ საქართველოს რკინიგზას, როგორც დამკვეთ ორგანიზაციას, მაქსიმალური ყურადღება მიაქციოს კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც უკვე წლებია დემონსტრაციულად არღვევს ქვეყანაში მოქმედ ყველა სტანდარტს და რეალურ საფრთხეს უქმნის რკინიგზელების სიცოცხლეს.პროფკავშირი ასევე მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ მომხდარი ფაქტი და კომპანია დაისაჯოს უმკაცრესად“, – აცხადებს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი.

პროფკავშირის ინფორმაციით, ამ დრომდე სასამართლოს წარმოებაშია ორი მუშის საქმე, რომელიც აღნიშნულ გვირაბში, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგად დასახიჩრდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]