weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

 „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ მუშის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

22:26 ორშაბათი, 07 ოქტომბერი 2019

შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დროს მუშის დაღუპვას ეხმაურება. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, მუშა გუშინ, 6 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

„კომპანია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ახლობლებს და მზად არის მაქსიმალური დახმარება და მხარდაჭერა აღმოუჩინოს მის ოჯახს“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

მათივე ცნობით, მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას მიაწოდეს.

„მიმდინარეობს გამოძიება. საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ მუდმივმოქმედი ფილიალი თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან“, – ნათქვამია კომპანიის განცხდებაში.

[R] საქართველოს რკინიგზის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]