გენერალურ პროკურატურიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საია აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს ორ საქმეზე, რომლის ფარგლებში აქციის 17 მონაწილეს წარედგინა ბრალი, ხოლო დაზარალებულად 67 სამართალდამცავია ცნობილი.
„გენერალურ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდება წარედგინა შსს-ს 3 თანამშრომელს, ხოლო შსს-ს თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნობილია აქციის 4 მონაწილე“, – აცხადებს საია და აღნიშნავს, რომ 20-21 ივნისის მოვლენების შესწავლას გააგრძელებს.