weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

NDI - 59%-სთვის ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანება მიუღებელია

12:44 ოთხშაბათი, 26 ივლისი 2017

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 59%-სთვის მიუღებელია 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევა, რის შედეგადაც ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტები გაერთიანდება.

კვლევის შედეგებით, ქალაქის და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანება მხოლოდ 16%-სთვის არის მისაღები. 24% კი ამბობს, რომ არ იცის, რამდენად მისაღებია ეს ცვლილება.

კითხვაზე, სმენიათ თუ არა შვიდი ქალაქისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ, 44% ამბობს, რომ არ სმენია. დადებითი პასუხი მხოლოდ 52%-მა გასცა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდს მოიცავს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) - 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები წარმოებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც 7 თვითმმართველი ქალაქისთვის - თელავისთვის, ოზურგეთისთვის, ზუგდიდისთვის, გორისთვის, ამბროლაურისთვის, მცხეთისთვის და ახალციხესთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას ეხება, ვეტო დაადო. საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შეეცდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]