დაკავებულს ბრალი წარედგინა 7 ოქტომბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე).
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციელი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა.
„საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.