weather cur horoscope tv
ნოემბერი 04, 2024

გურჯაანის ღვინის ფესტივალზე, სტუმრებს მრავალფეროვანი მუსიკა ელოდებათ 

17:49 სამშაბათი, 08 ოქტომბერი 2019

12 ოქტომბერს, მეღვინეობის ქალაქში, გურჯაანში, უკვე მესამედ, გრანდიოზული ღვინის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება ახტალის პარკში 14:00 საათზე დაიწყება.

ფესტივალზე, ტრადიციულად, წარმოდგენილი იქნება ღვინის კომპანიების და საოჯახო მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა სახეობის ღვინო და ჭაჭა, ხელნაკეთი ნივთები, თემატური ნამუშევრები, ეთნოგრაფიული ექსპოზიციები. ასევე, მოეწყობა სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი, თათარაობა, ყურძნის მოკრეფა და დაწურვა და სხვა. ფესტივალზე ასევე, წარმოდგენილი იქნება გურჯაანის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მასშტაბური პროექტების და მეღვინეობა-მევენახეობის ექსპოზიციები, ფოტო კუთხეები, მოეწყობა ცოცხალი ძეგლების შოუ და კოსტუმირებული პერფორმანსები.

ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის ინფორმაციით, წლევანდელი გურჯაანის ღვინის ფესტივალი, გარდა მასშტაბურობისა, გამორჩეული იქნება მუსიკალური ნაწილითაც, რომელიც სხვადასხვა ასაკის და მუსიკალური გემოვნების სტუმრისთვის იქნება შერჩეული.

„ მაქსიმალურად ვცდილობთ ფესტივალზე ყველა ასაკის ადამიანისთვის შევქმნათ შესაბამისი საინტერესო და გასართობი გარემო. სწორედ ამიტომ, ფესტივალზე აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებული ჟანრის რამდენიმე ჯგუფი მოვიწვიეთ. ვცდილობთ ფესტივალით განსაკუთრებით დავაინტერესოთ ახალგაზრდები და 12 ოქტომბერს, ახტალის პარკში რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა გვესტუმროს“, - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, ეკა ცისკარაშვილმა.

მისი განცხადებით, 12 ოქტომბერს სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ: ქართული ხმების ტრიო, ფოლკლორული ანსამბლები „გურჯაანი“ და „ხარება“, ახალგაზრდებისათვის განსაკუთრებულად საყვარელი მუსკიკალური ბენდი LoudSpeakers-ი და Goofy Land-ი, ღონისძიებას კი დაასრულებს გალა კონცერტი თბილისის ბიგ ბენდის შესრულებით.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის გენერალური სპონსორია სს „m² უძრავი ქონება“ , სპონსორი – საქართველოს ბანკი ბიზნესი. ფესტივალი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მუდმივი მხარდაჭერით იმართება.

წელს, ფესტივალი ჩაერთო კამპანიაშიც #Spend4SeasonsInGeorgia.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]