weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოაწყო პროვოკაცია, რომელიც სავარაუდოდ ოჯახთან ჰქონდა შეთანხმებული - ადვოკატი თოდაძეზე

12:05 ოთხშაბათი, 09 ოქტომბერი 2019

მოწყობილი პროვოკაცია, რომელიც წინასწარ ჰქონდა განზრახული და სავარაუდოდ, შეთანხმებული თავის ოჯახის წევრებთან, - ასე გამოეხმაურა ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დეპუტატ ილია ჯიშკარიანის მიმართ ბრალდებებს.

ჯიშკარიანი მისმა თანამშრომელმა, თამთა თოდაძემ სექსუალურ ძალადობაში ამხილა, გუშინ კი პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წარუდგინა.

„ბრალს ცხადია უარვყოფთ და არ ვეთანხმებით. ჩემი და მისი პოზიცია არის სწორხაზოვანი. იგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო და არის აი ამ დამოკიდებულების, მომდინარე აგრესიისა და ცილისწამების მსხვერპლი“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა ტვ „პირველთან“.

მისივე თქმით, ილია ჯიშკარიანი დააზარალა იმან, რომ თოდაძის ბრალდებებს ამდენი ხანი არ უპასუხა.

„რაც შეეხება მტკიცებულებებს, ცხადია, ჩვენ დაგვაზარალა იმან, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამდენი ხანი დუმდა პირველი, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და მეორე - იმიტომ, რომ მისი ოპონენტი არის ქალბატონი, სუსტი სქესის წარმომადგენელი, მისი შვილების ხელა და უფრო პატარა, იგი ვერ გაუტოლდებოდა მას ოპონირებაში და ვერ ისაუბრებდა იმდენს და ვერ იკადრებდა იგივეს, რასაც კადრულობდა მეორე მხარე.

არაერთი გარემოება ადასტურებს, თუნდაც განზრახვა და მოტივი თავად ამ ადამიანის [თამთა თოდაძის], რომელსაც განზრახული ჰქონდა რომ იმ დღისით იქ დარჩენილიყო, დაელოდა ყველა თანამშრომლის წასვლას. თანამშრომლები ადასტურებენ, რომ შესთავაზეს არაერთხელ რომ გაიყოლებდნენ მას, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო, თუმცა უთხრა - მე აქ უნდა დავრჩე, სასაუბრო მაქვს ბატონ ილიასთან... რატომ არ უმატებენ ხელფასს, რატომ არ აწინაურებენ, რატომ არ ნიშნავენ სხვა სამსახურში მაღალ თანამდებობაზე. შემდეგ უკვე ახდენს ამ ნივთის ძირს ჩამოდგებას, იქცევა არაადეკვატურად“, - აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.

თამთა თოდაძე ამბობს, რომ ილია ჯიშკარიანმა 30 სექტემბერს, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში მის მიმართ სექსუალური ძალადობა განახორციელა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ქალის თქმით, პოლიცია 16:44 საათზე გამოიძახა და მომხდარის შესახებ აცნობა, თუმცა სამართალდამცველები დანაშაულის ადგილზე ღამის 3 საათზე მივიდნენ, როდესაც ოთახი დალაგებული და ინციდენტის კვალი წაშლილი იყო.

პროკურატურამ თბილისის საკრებულოს წევრს ბრალი 8 ოქტომბერს, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ წარუდგინა. საგამოძიებო უწყების განცხადებით, ილია ჯიშკარიანს ბრალად ედება თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების განხორციელება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცემა.

თამთა თოდაძე და მისი ადვოკატი ითხოვენ, რომ პროკურატურამ სასამართლოში ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]