გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიღბიანმა პირმა 23 ივლისს, კოსტავას ქუჩაზე, ტექნიკის მაღაზიაში მდებარე შპს „4 ფინანსის“ მოლარე-ოპერატორს იარაღის მუქარით 3 305 ლარი წაართვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა მამაკაცი მომხდარიდან ორ დღეში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.