weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

წავალთ ციხეში და ტელევიზია შეინარჩუნებს დღეს არსებულ სახეს – ვატო წერეთელი

13:09 ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი 2019

ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი ვატო (ვახტანგ) წერეთელი და მამამისი ავთანდილ წერეთელი აცხადებენ, რომ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება და ტელეკომპანიის მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად.

„ყველა კრიტიკულ მედიაზე, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, აღძრეს საქმეები. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს ევაჭრონ თავისუფლებაზე.

ჩვენ არავისთან ვაჭრობას არ ვაპირებთ - ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში. ტელევიზია შეინარჩუნებს დღეს არსებულ სახეს“, – განაცხადა ვატო წერეთელმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე ავთანდილ წერეთელის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

„ეს ყველაფერი 2020 წლის არჩევნებისთვის ხდება. ის ტელევიზიები, რომლებიც არ ემორჩილებიან მთავრობას, არ იზიარებენ მათ მოსაზრებებს. ეს არის იქითკენ მიმართული, რომ შეაშინონ ხალხი, დაიჭირონ, მაგრამ გინდ დამიჭირონ, გინდ არა, ჩვენი ტელევიზია არასოდეს იქნება მიკერძოებული, იქნება ისეთივე თავისუფალი, როგორც დღეს არის. ჩემი ოჯახი არ დაუშვებს იმას, რომ შეცვალონ ტელევიზიის გეგმები და მომავალი. ეს დარჩება დამოუკიდებელ ტელევიზიად“, – აღნიშნა ავთანდილ წერეთელმა პროცესის დაწყებამდე.

პროკურატურამ ავთანდილ წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს წარუდგინა. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, წერეთელი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 16.7 მილიონი დოლარის ლეგალიზებაში ეხმარებოდა. 27 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]