სათემო რადიო „მარნეულს“ თვითმხილველებმა უთხრეს, რომ რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ჩაიხანასთან მჯდარ რამდენიმე ადამიანს ცეცხლი უცნობმა პირებმა გაუხსნეს. თვითმხილველების თქმით, მათ სამი გასროლის ხმა გაიგეს.
როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სამართალდამცველებს ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.