weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მირჩევნია მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთან ძალადობაში – ჯიშკარიანი

00:14 პარასკევი, 11 ოქტომბერი 2019

„ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი სექსუალური და ფიზიკურ ძალადობის შესახებ საკუთარი თანაშემწის ბრალდებებს უარყოფს. მოკლე ვიდეოს, სადაც დეპუტატი ამ საკითხზე საუბრობს, „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ვიდეო ჯიშკარიანის ოჯახის წევრებმა საავადმყოფოს პალატაში მაშინ ჩაწერეს, როდესაც დეპუტატი  ადვოკატთან ლაპარაკობდა.

„მირჩევნია მკვლელი მერქვას, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთან ძალადობაში. მე ჩოხა მცმია და მიგალობია. არ შემიძლია ამ ტიტულით ამ ქვეყნიდან გასვლა“, – ამბობს ჯიშკარიანი.

თამთა თოდაძე ამბობს, რომ ილია ჯიშკარიანმა 30 სექტემბერს, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში მის მიმართ სექსუალური ძალადობა განახორციელა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პროკურატურამ თბილისის საკრებულოს წევრს ბრალი 8 ოქტომბერს, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ წარუდგინა. საგამოძიებო უწყების განცხადებით, ილია ჯიშკარიანს ბრალად ედება თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების განხორციელება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცემა. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

თამთა თოდაძე და მისი ადვოკატი ითხოვენ, რომ პროკურატურამ სასამართლოში ჯიშკარიანის მიმართ წინაწარი პატიმრობის გამოყენება მოითხოვოს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მოსამართლე 11 ოქტომბერს იმსჯელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]