weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

პროკურატურა არ აპირებს ჯიშკარიანისთვის პატიმრობის მოთხოვნას, ამას არ შევეგუებით – პატარაია

10:13 პარასკევი, 11 ოქტომბერი 2019

კავშირი „საფარის“ ხელმძღვანელის ბაია პატარაიას განცხადებით, პროკურატურა არ აპირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვოს ილია ჯიშკარიანისთვის, რომელიც სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში საკუთარმა თანაშემწემ ამხილა.

დაზარალებულ თამთა თოდაძის ინტერესებს „საფარი“ იცავს. დაზარალებული მხარე ჯიშკარიანისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

„დაზარალებულს არ გვეკითხებიან არაფერს და მოსამართლეც ვერ შეუფარდებს პატიმრობას პროკურატურის მოთხოვნის გარეშე. მთავარი პროკურორი ისევ ხელს აფარებს ოცნების დეპუტატს. ჩვენ ამას არ შევეგუებით

განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოწმეზე ზემოქმედების მცდელობა უკვე იყო და დანაშაულის კვალი ერთხელ უკვე წაშალა ილია ჯიშკარიანმა

მას აქვს სერიოზული გავლენები სუს-ში და ჰყავს ძლიერი მფარველები. მისი თავისუფლებაზე ყოფნა საფრთხეს უქმნის ობიექტურ გამოძიებას“, – ამბობს ბაია პატარაია.

თამთა თოდაძე ამბობს, რომ ილია ჯიშკარიანმა 30 სექტემბერს, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში მის მიმართ სექსუალური ძალადობა განახორციელა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პროკურატურამ თბილისის საკრებულოს წევრს ბრალი 8 ოქტომბერს, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ წარუდგინა. საგამოძიებო უწყების განცხადებით, ილია ჯიშკარიანს ბრალად ედება თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების განხორციელება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცემა. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

თამთა თოდაძე და მისი ადვოკატი ითხოვენ, რომ პროკურატურამ სასამართლოში ჯიშკარიანის მიმართ წინაწარი პატიმრობის გამოყენება მოითხოვოს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 11 ოქტომბერს, 13:00 საათზე  იმსჯელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]