weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

სასულიერო პირები დავით გარეჯის მონასტრებში მოქალაქეების გარეშე ასვლაზე უარს ამბობენ

11:02 პარასკევი, 11 ოქტომბერი 2019

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდირიტი კირიონის განცხადებით, სასულიერო პირები უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებში მოსახლეობის გარეშე არ ავლენ. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები ქართული სამღვდელოებისთვის დღეს გაიხსნება.

„ჩვენ ვერ გავემიჯნებით ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ერს იმიტომ, რომ სასულიერო პირი არ არის მრევლის გარეშე, ჩვენ ერთი მთლიანი ვართ. ამიტომ, მხოლოდ ჩვენი ასვლა იქ ეთიკურად მიუღებელია. ნათქვამია, რომ ასევე მალე მოხდება ერის ხალხთა ასვლაც. ჩვენ გვირჩევნია ამ „მალეს“ დაველოდოთ, რომ  ერი და ბერი ერთად ავიდეთ და ეს მონასტრები მოვილოცოთ“, – განაცხადა არქიმანდრიტმა „რუსთავი 2“-თან.

როგორც გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები დღეს გაიხსნება.

„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ამ მიმართულებით უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი“, – აღნიშნა გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ბაქოში 9 ოქტომბერს შეხვდა. 8 ოქტომბერს გახარიას კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მიმართა და სთხოვა, ვიდრე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი დასრულდება, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სტატუს-კვო აღდგეს და სასულიერო პირებს, მომლოცველებსა და ტურისტებს არ შეექმნათ პრობლემა „უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონახულებაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]