weather cur horoscope tv
აპრილი 02, 2020

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ 12 ახალი წევრი წარადგინა

13:58 პარასკევი, 11 ოქტომბერი 2019 hits 425

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ მოძრაობის 12 ახალი წევრი წარადგინა.

„ლელოს“ ახალ წევრებად დასახელდნენ: ოქტაი ქაზუმოვი - ფილოლოგი, მთარგმნელი; ქეთევან ჟვანია-თაისონი - პიროვნული განვითარების ტრენერი, ტრანსფორმაციული ქოუჩი, არაფორმალური განათლების სპეციალისტი და ახალგაზრდული მუშაკი; ანდრო ბიბილეიშვილი - ბიზნესმენი; ნიკოლოზ კიკვიძე - ეკონომისტი, სამოქალაქო აქტივისტი; ეთერ გაიაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი; თემურ არაბიძე - ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტი; ირაკლი აფაქიძე - მსახიობი; ინო მგალობლიშვილი - სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის მოდის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი, კულტურის კვლევების დოქტორი; ნუკრი საჯაია - ბიზნესის მართვის სპეციალისტი; რამაზ ბლუაშვილი - მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციის ფონდ „ნოვას“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი; ნინო ყამბეგაშვილი - პიანისტი, ეკონომიკური სამართლის სპეციალისტი; ირაკლი ქადეიშვილი - მხატვარ-არქიტექტორი.

ახალი წევრების წარდგენამდე მამუკა ხაზარაძემ ემიგრანტებს მიმართა და აღნიშნა, რომ „ლელოს“ ემიგრაციიდან საკმაოდ კვალიფიციური ადამიანები უერთდებიან.

„ამ ქვეყნის გამარჯვება ერთიანი ძალით არის შესაძლებელი. ჩვენ გვჭირდება ჩვენი ემიგრანტების გამოცდილება, ის ცოდნა, რომელიც მათ მიიღეს სხვადასხვა ქვეყანაში. სწორედ მათთან ერთად მოხდება ამ ქვეყნის გამარჯვებულ და წარმატებულ ქვეყნად გადაქცევა“, – განაცხადა ხაზარაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]