weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა

14:12 პარასკევი, 11 ოქტომბერი 2019

თბილისის საკრებულოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ ილია ჯიშკარიანს, რომელსაც საკუთარი თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. სასამართლომ ამ განჩინებით დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.

სასამართლო პროცესი კლინიკა „ნიუ ჰისპოტალში“ გაიმართა, სადაც ჯიშკარიანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება.

„სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ილია ჯიშკარიანის მიმართ გამოიყენა გირაო, თუმცა

დამატებითი ვალდებულების სახით, მას აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და საქმეზე დაკითხულ მოწმეებთან კომუნიკაცია სპეციალური ნებართვის გარეშე.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეაფასა და მიიჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა გირაოს გამოყენების შემთხვევაში იმ დამატებით ვალდებულებებთან ერთად, რაც ბრალდების მხარემ მოითხოვა“, – განაცხადა პროკურორმა ჟურნალისტებთან.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 18 ნოემბერს ჩაინიშნა.

თამთა თოდაძე ამბობს, რომ ილია ჯიშკარიანმა 30 სექტემბერს, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში მის მიმართ სექსუალური ძალადობა განახორციელა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პროკურატურამ თბილისის საკრებულოს წევრს ბრალი 8 ოქტომბერს, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ წარუდგინა. საგამოძიებო უწყების განცხადებით, ილია ჯიშკარიანს ბრალად ედება თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების განხორციელება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცემა. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]